გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტში განაცხადები მიიღება 2021 წლის 20 აპრილის 10 საათიდან, 4 მაისის 24 საათამდე, ხოლო შემნახველი საწარმოების კომპონენტში განაცხადები მიიღება 2021 წლის 13 მაისის 10 საათიდან, 28 მაისის 24 საათამდე ელექტრონული ფორმით (ვებ გვერდის rda.gov.ge მეშვეობით).
პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.
პროექტი მოიცავს ორ კომპონენტს :
-
გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი.
-
შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი.
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შესაძლებელია შემდეგი წყაროების გამოყენებით :
-
სააგენტოს თანადაფინანსება - პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარისა.
-
შეღავათიანი კრედიტი/ლიზინგი - არაუმეტეს 1 500 000 ლარისა;
-
ბენეფიციარის საკუთარი თანამონაწილეობა ან/და პროექტის დაფინანსების ალტერნატიული ფინანსური წყარო.